2024 წლის II კვარტალში ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1
ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები სულ 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 25.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებმა
მიიღო 911.4 ათასი მგზავრი (24.5%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 882.7
ათასი მგზავრი (26.1%-ით მეტი).
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.8% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო
რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს.