რუსეთი 1 სექტემბრიდან ბენზინის ექსპორტზე ახალ შეზღუდვას აწესებს.
რუსეთის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, 2024 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბენზინის ექსპორტი შეზღუდული იქნება სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გეგმური რემონტის გამო.
შეზღუდვა არ გავრცელდება ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებულ და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ საწვავზე.
მოქმედი აკრძალვა 2024 წლის 1 მარტიდან 31 აგვისტომდე პერიოდზე ვრცელდებოდა.