“ქართული ოცნება” ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია, იგივე აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” X-ზეწერს.
კომისია მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლცენტრებს, “რომლებიც აფინანსებენ “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისიაა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში.