ევრო გამყარდა, რადგან ის უსაფრთხო ვალუტას წარმოადგენს ამჟამად გლობალურ ბაზარზე შექმნილი არეულობის ფონზე. ევროს კურსი აშშ დოლარის მიმართ ორშაბათს 1,1-ს მიაღწია, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სამშაბათს კი კურსთა თანაფარდობამ 1,09-მდე დაიწია.
ევრო განიხილება, როგორც უსაფრთხო ვალუტა ინვესტორებისთვის, მისი მაღალი ლიკვიდურობის და ევროპის ცენტრალური ბანკის სტაბილური პოლიტიკის გამო. მის უსაფრთხო სტატუსს აძლიერებს იაპონური იენის მზარდი კურსი და აშშ-ის საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა. გარდა ამისა, ევროზონა რჩება გლობალური ეკონომიკის გადამწყვეტი ნაწილად.
თუმცა, ამავე დროს არსებობს რისკებიც. ევროს უსაფრთხო სტატუსს საფრთხეს უქმნის უკრაინის ომი და ბოლოდროინდელი პოლიტიკური არეულობა.
რაც სეეხება პროგნოზს. მომავალში ევროს გამყარებას უწინასწარმეტყველებენ. ეკონომისტების შეფასების თანახმად, ევროპული ვალუტის კურსზე გადამწყვეტი გავლენა ექნება რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, რომელსაც ის სექტემბერში გამოაცხადებს.
გლობალურ საფონდო ბაზრების აღდგენის მიუხედავად, რყევები შეიძლება შენარჩუნდეს, რადგან ფუნდამენტური პირობები უცვლელი რჩება. აშშ დოლარის კურსის შემცირებამ და აშშ-ს საფონდო ბირჟის ვარდნამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ევროს, როგორც უსაფრთხო ვალუტის სტატუსი, რაც მის გაცვლით კურსს გაზრდის.