კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები იზრდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისის თვეში ჯამში ბანკების მიმართ კლიენტების მხრიდან 2529 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც ბოლო ორი წლის რეკორდული მაჩვენებელია.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პრეტენზიების რაოდენობა 58%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივნისში ბანკების მიმართ 1604 პრეტენზია შევიდა.
რა იწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას?
ყველაზე ხშირად უკმაყოფილებას კლიენტები მიმდინარე ანგარიშების და სადებეტო ბარათით განხორციელებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით გამოთქვამენ. მთლიანი პრეტენზიების 60%-ზე მეტი სწორედ აღნიშნულ ტრანზაქციებს შეეხება.
შემდეგ მოდის სამომხმარებლო სესხებთან და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული პრეტენზიები. ივნისში ეროვნულ ბანკში ამასთან დაკავშირებით შესულია შესაბამისად, 342 და 127 საჩივარი.
რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, ყველაზე მეტი 1358 შეეხებოდა ტრანზაქციებს, გაზრდილია კლიენტების უკმაყოფილება ადმინისტრაცია/მომსახურების ხარისხის- 481 საჩივარი, ასევე პრეტენზიები ხელშეკრულების პირობების მიმართ- 295 საჩივარი.
კლიენტების პრეტენზიები საბანკო მომსახურების მიმართ(2024 წლის ივნისი):
-
ტრანზაქციები – 1353
-
ადმინისტრაცია/მომსახურება- 481
-
ხელშეკ-ის პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები- 295
-
ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები- 128
-
მომსახურების საკომისიოები – 65
სებ-ის ინფორმაციით, შესული განცხადებებიდან 1276 ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
კლიენტების მხრიდან გამოთქმული 409 პრეტენზია საფუძვლიანად ჩაითვალა. ხოლო 835 საჩივრის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.