ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არცერთხელ დარღვეულა.
მინისტრის თქმით, დღემდე საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირ/წერილობით მომართვაზე უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება იყო მიღებული.
მისი თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური ნებართვის გაცემა, რომელიც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის სჭირდება, საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია. შესაბამისად, ასეთი არცერთი ნებართვა გაცემულა.