2024 წლის ივნისში თბილისის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების თვიური ზრდა მხოლოდ 0.1% იყო, რაც ბოლო 30 თვის მინიმუმია.
ფასების ზრდის შენელება მცირედით, მაგრამ მაინც უფრო შესამჩნევია მაღალფასიან სეგმენტში.
Galt&Taggart-ის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მაღალფასიან სეგმენტში გაყიდვების კლება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ივნისში მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს (18-30 ივნისი) ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
ბაზრის ზომა 2024 წლის ივნისში თბილისში $228.5 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 17.6%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები, აშშ დოლარი/მ2
ამასთან, ჯამურად 2024 წლის პირველ 6 თვეში $1,438.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა (+1.2% წ/წ).
Galt&Taggart-ის შეფასებით, შესუსტებული მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია რომ ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს მომდევნო თვეების განმავლობაში.