საქართველოში ექიმების რაოდენობა გაიზარდა, ექთნების კი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 24.4 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებზე 500-ით მეტია(+2%).
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში 23.9 ათასი ექიმი იყო დასაქმებული.
რაც შეეხება ექთნებს, მათი რაოდენობა შემცირდა. 2022 წელს სამედიცინო დაწესებულებებში 22 ათასი ექთანი იყო დასაქმებული. ხოლო 2023 წელს საექთნო პერსონალის რიცხოვნობა 500 ექთნით, 21.5 ათასამდე შემცირდა.