დღევანდელი, 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.90 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარი გახდა.
0.73 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5045 ლარი გახდა.
თურქული ლირა 8.26 თეთრი ღირს