PMC კვლევითი ცენტრის(PMCG) მონაცემებით, საქართველოში მინიმალურ ხელფასზე მომუშავე ადამიანების რიცხვი შემცირდა, ხოლო მაღალანაზღაურებადი პირების ანაზღაურება გაიზარდა.
2024 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.6%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იღებენ ხელფასს, სახელფასო კატეგორიის მიხედვით:
ასევე გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს. მათი წილი 2.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით არის გაზრდილი.