ილონ მასკმა თქვა, რომ X-ის და SpaceX-ის შტაბ-ბინები კალიფორნიიდან გადააქვს ტეხასში. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ სტუდენტების მხარდაჭერას. ამის შესახებ Verge წერს.
„ამ კანონის მეშვეობით თავს დაესხნენ როგორც ოჯახებს, ასევე კომპანიებს. SpaceX ახლა გადაიტანს თავის შტაბ-ბინას ჰოთორნიდან ტეხასის შტატში”, -წერს მასკი.
ეს კანონი სკოლებს უკრძალავს მოსწავლეების იძულებას, მათი ნებართვის გარეშე ხმა მისცენ მოსწავლეთა გენდერული იდენტობის შეცვლას.
X-ის შტაბ-ბინა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, ტეხასში, ოსტინში გადავა. შარშან The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი გეგმავდა ოსტინთან ახლოს მიწის შეძენას. გარდა ამისა, მასკი ამბობდა, რომ მას სურდა ოსტინში საკუთარი უნივერსიტეტის გახსნა.
მან 2021 წელს უკვე გადაიტანა Tesla-ს სათავო ოფისი ტეხასში, მას შემდეგ, რაც კალიფორნიის ჯანდაცვის უწყებამ მისი ფრემონტის ქარხანა COVID-19 პანდემიის ფონზე დახურა.