ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თანამდებობა დატოვა.
“102 მატჩის შემდეგ და თითქმის რვა წლიანი მუშაობის შემდეგ, გარეტ საუთგეიტმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ნაკრების მწვრთნელის პოსტს”, – ინფორმაცია ინგლისის ნაკრებმა X-ზე 16 ივლისს გამოაქვეყნა.
გარეტ საუთგეიტმა მწვრთნელის პოსტიდან გადადგომა მას შემდეგ განაცხადა, რაც ინგლისი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ინგლისის ნაკრებში თამაში და მისი ხელმძღვანელობა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და ამისთვის ყველაფერი გავეცი. მაგრამ დადგა დრო ცვლილებებისა და ახალი ხელმძღვანელის. ფინალი ბერლინში ესპანეთის წინააღმდეგ ჩემი ბოლო თამაში იყო, როგორც ინგლისის ნაკრების მწვრთნელის”, -თქვა საუთგეიტმა საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას.