საქართველოში აქტიური ბიზნეს-სუბიექტების 15.6%-ს უცხოელი მფლობელი ჰყავს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ აქტიურია 257 264 ბიზნეს-სუბიექტი, აქედან 210 746-ის მფლობელია საქართველოს მოქალაქე კერძო პირი, 39 797-ის უცხოეთის მოქალაქე კერძო პირი, შერეული მფლობელების კი 2 576 კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული და აქტიური ბიზნეს-სუბიექტებიდან 117 არის მსხვილი კომპანია, 344 – საშუალო ზომის, 34 589 მცირე ზომის, ხოლო 4 747-ის შემთხვევაში ზომა უცნობია.
ამავე საანგარიშო პერიოდისთვის მთლიანად საქართველოში აქტიურია 257 246 ბიზნეს-სუბიექტი. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი ივლისისთვის მოქმედია 2 866 სახელმწიფო სუბიექტი, 918 – მუნიციპალიტეტი.