2024 წლის I კვარტალში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასტუმროების ფასები გაიზარდა.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ზრდა ძირითადად საოჯახო სასტუმროებისა (+5%) და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების (+3%) კატეგორიაში ფასების მატებით იყო გამოწვეული. თუმცა, კლება შეინიშნება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში (-2%).
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების ფასები საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება. ფასის მნიშვნელოვანი სეზონური მატება შეიმჩნევა მაისი-სექტემბრის პერიოდში, ხოლო უფრო მცირე მასშტაბით დეკემბერი-მარტის შუალედში.
2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).
ფასების ანალიზი შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების
შე-დეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი)