ბიძინა ივანიშვილის ქონება $7,3 მილიარდამდე გაიზარდა.
Bloomberg-მა მილიარდერთა რეიტინგი განაახლა, სადაც მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებამ $7.3 მილიარდი შეადგინა.
რეიტინგის თანახმად, ბოლო ორ თვეში ქართული ოცნების დამფუძნებელი $400 მილიონით გამდიდრდა. 2024 წლის 1 მაისისთვის ქართველი მილიარდერი $6,90 მილიარდით ჩამონათვალში 389-ე ადგილს იკავებდა. ამჯერად მან რეიტინგის 369-ე ადგილზე გადაინაცვლა.
Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში შესული მეორე ქართველი მილიარდერი ყაზახეთში უმსხვილესი fintech ჯგუფის Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორი, 49 წლის მიხეილ ლომთაძე $6,89 მილიარდით 407-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება ორ თვეში $730 მილიონით გაიზარდა.