Samsung-ში მასშტაბური გაფიცვა დაიწყო, რომელშიც კომპანიაში დასაქმებულების 1/5-ზე მეტი მონაწილეობს. ისინი ანაზღაურების მომატებას და შეღავათებს ითხოვენ, რადგან ტექნიკური გიგანტი „დიდ მოგებას იღებს”.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მეხსიერების ბარათების მწარმოებლის ქარხნის წინ, ჰვასონგში. მათ ეცვათ ქურთუკები, რომელზეც ეკეთათ ლენტებით წარწერით “ბრძოლა სოლიდარობით”.
კომპანიის პროფკავშირი, რომელიც ათიათასობით თანამშრომელს აერთიანებს, ამბობს, რომ გაფიცვამ შეიძლება მეხსიერების ბარათების წარმოება შეაფერხოს.
„დღევანდელი საყოველთაო გაფიცვა მხოლოდ დასაწყისია…“, – აცხადებს პროფკავშირები.
თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას იანვრიდან ითხოვენ, მაგრამ Samsung-ის მენეჯმენტი ხელფასების 5.1%-ით გაზრდაზე უარს ამბობს.
ნახევარგამტარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის. მაღალტექნოლოგიურ ჩიპებზე მოთხოვნა, ChatGPT-ისა და სხვა AI პროდუქტების წარმატების პირობებში, განსაკუთრებით გაიზარდა
მეხსიერების ბარათები სამხრეთ კორეის წამყვანი საექსპორტო პროდუქტია და მისმა მოცულობამ მარტში $11,7 მილიარდს მიაღწია, რაც სამხრეთ კორეის მთლიანი ექსპორტის მეხუთედს შეადგენს და ბოლო ორი წლის რეკორდული მაჩვენებელია.