ბიტკოინმა მიმდინარე კვირაში თავისი ღირებულების 12% დაკარგა და გუშინდელ ვაჭრობაზე $53,523 შეადგინა, რაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალი ნიშნულია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში მცირდებოდა, მაგრამ მისი ვარდნა დაჩქარდა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატების შემდეგ, რამაც დის წესრიგში ბაიდენის კანდიდატის შეცვლის საკითხი დააყენა.
ინვესტორები დაფიქრდნენ, იქნება თუ არა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი კრიპტოვალუტის მომხრე.
ამას დაემტა ცნობები Mt. Gox ბირჟის მიერ ძველი კრედიტორებისთვის თანხის დაბრუნებაზე, რომლებიც კრიპტოვალუტის პოტენციურ გამყიდველებად განიხილებიან. Mt. Gox კრიპტოვალუტის წამყვანი ბირჟა იყო მსოფლიოში 2014 წლამდე, სანამ დაიშლებოდა. თუ ძველი კრედიტორები კრიპტოვალუტის ბაზარზე გაყიდვას დაიწყებენ, ამან შეიძლება ბიტკოინის ფასი შეამციროს.
ბიტკოინის ფასმა მარტის შუა რიცხვებში რეკორდულ ნიშნულს $73,803.25-ს მიაღწია. შემდეგ კი მისი დაღმასვლა დაიწყო.