ქართველი ეკონომისტების შეფასებები ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუარესდა, როგორც 2024 წლის I კვარტლის, ასევე, 2023 წლის II კვარტლის შეფასებასთან შედარებით. განახლებულ მონაცემებს პიემსი კვლევითი ცენტრი (PMC RC) კვლევის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ფარგლებში აქვეყნებს.
მათი მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე ნეგატიურია.
-
2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 5.5%-ს შეადგენს.
-
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება და წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 5.0% იქნება.
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან
მიმართებით. -
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობები შემცირდება.
საშუალო წლიური ინფლაცია და მისი პროგნოზი 2024 წლისთვის:
დამატებით, გამოკითხული ეკონომისტების თანახმად:
-
საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ვალუტის კურსის ცვალებადობამ.
-
ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა მუშახელის დეფიციტი, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და უკრაინაში მიმდინარე ომი.
- გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკური არასტაბილურობა, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და დაბალი ინფლაცია).