უეფამ საქართველოს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციები მათ გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო დააჯარიმა.
საქართველოსა და თურქეთს შორის 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართული მატჩის დროს, ორივე მხარის ფანები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 30 000 ევროს ჯარიმა უნდა გადაიხადოს, თურქეთს – 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
ვინ რამდენით დაჯარიმდა
ევრო 2024-ის გუნდები უეფა-მ ჯამში 1,293,645 ევროთი($1,635,123) დააჯარიმა.
ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდიდან დაჯარიმებულია 21. სანქციებს მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი გადაურჩნენ. ყველაზე მეტი ჯარიმა ფანების მიერ ფეიერვერკის გაშვების და სტადიონზე საგნების სროლის გამო გამოიწერა.
ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია 2-ჯერ დაჯარიმდა “სათამაშო მოედნის დაცვის” დროს წესების დარღვევის გამო.
რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია – დააჯარიმეს გულშემატკივრების ქცევის გამო ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის დროს.
ყველაზე მაღალი ჯარიმა ხორვატიამ დააგროვა – 220,875 ევრო, ალბანეთი (171,375 ევრო) და სერბეთი (166,625 ევრო).
ალბანეთი და სერბეთი ასევე დაჯარიმდნენ “სპორტული ღონისძიებისთვის შეუფერებელი შეტყობინებისთვის”, რომელიც მათ მიერ გამოფენილ დროშებზე დატანილ ქვეყნების ტერიტორიის საზღვრებს შეეხებოდა.
ინგლისი 12,500 ევროთი დაჯარიმდა, რაც მოიცავს 2,500 ევროს დანიასთან ფრედ 1-1-ის დროს საგნების სროლისთვის და 10,000 ევრო “ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს”.
შოტლანდიის ჯარიმა 9000 ევროს შეადგენს, ფანების მიერ სტადიონზე სხვადასხვა საგნების სროლისთვის.