ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან, ბენზინის საწვავის იმპორტი 251,6 ათასი ტონა იყო, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 250,4 ათასი ტონა შეადგინა.
ბენზინის საწვავის იმპორტი კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
- A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 135,6 ათასი ტონა (53,9%);
- A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 110,3 ათასი ტონა (43,8%);
- A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 5,7 ათასი ტონა (2.3%).
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ქვეყნების მიხედვით:
- რუსეთიდან – 261,9 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 52,2%;
- ბულგარეთი – 73,6 ათასი ტონა – 14,7%;
- რუმინეთი – 55,9 ათასი ტონა – 11,1%;
- აზერბაიჯანი – 48 ათასი ტონა – 9,6%;
- ბელარუსი – 26,9 ათასი ტონა – 5,3%;
- თურქმენეთი – 13,9 ათასი ტონა – 2,8%;
- საბერძნეთი – 11,2 ათასი ტონა – 2,2%;
- კვიპროსი – 6,3 ათასი ტონა – 1,2%;
- თურქეთი – 2,1 ათასი ტონა – 0,4%.