საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის შემცირებული აპრილის თვესთან შედარებით, როცა მშპ-ს ზრდამ 11,8%-ს შეადგინა.
მაისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის 5.9%-ით შემცირება, ასევე, ექსპორტის კლება -9,2%-ით), გადაფარა სახელმწიფო ბიუჯეტისა და საბანკო სექტორის გაზრდილმა შემოსავლებმა.
დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია აპრილის თვესთან შედარებით, თუმცა, 2023 წლის მაისისთან შედარებით 10,7%-ით არის მომატებული.