Amazon გახდა მეხუთე ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $2 ტრილიონზე მეტია.
Amazon-ს აქციის ფასმა ოთხშაბათს, თითქმის 4%-ით მოიმატა და $193,61 შეადგინა.
ამით ის შევიდა ტრილიონერების კლუბში, სადაც Apple, Microsoft და Nvidia არიან.
ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ფასის მატება ბოლო დროს ხელოვნურ ინტელექტსა და icloud-ზე გაწეულმა სოლიდურმა დანახარჯებმა განაპირობა.
Amazon-მა $1 ტრილიონიანი ნიშნული პირველად 2020 წლის თებერვალში გადალახა. მეორე ტრილიონის მოსაპოვებლად კომპანიას ოთხ წელზე მეტი დრო დასჭირდა.