30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, როგორია საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე რომელია როგორც ქართული, ასევე ესპანური გუნდების ყველაზე ძვირადღირებული 5-5 ფეხბურთელი.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ესპანეთის ნაკრების ფასი კი 965.5 მლნ ევროა.
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
ესპანეთის ნაკრები:
- როდრი – 120 მლნ ევრო
- ლამინ იამალი – 90 მლნ ევრო
- პედრი – 80 მლნ ევრო
- ნიკო ვილიამსი – 60 მლნ ევრო
- დანი ოლმო – 50 მლნ ევრო
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.