„საქართველომ ისტორია დაწერა ევრო 2024-ზე პორტუგალიის დამარცხებით”- წერს BBC sport.
„საქართველო პორტუგალიას ბურთის ფლობის საშუალებას აძლევდა, რადგან დაცვა ფოლადის იყო, რომელიც პორტუგალიას სივრცეს უკეტავდა და ელოდა თავის შანსს კონტრშეტევაზე…მათ პორტუგალიის წინააღმდეგ ბურთის ფლობა აკლდათ, მაგრამ გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო – და ეს გააკეთეს კარგი სტილით”,– წერს მატჩის შეფასებისას BBC.
„საქართველო -პორტუგალია 2:0 – ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება, კვარაცხელია დიდებულია”- წერს The New York Times.
„კვარაცხელიასთან ერთად მათ რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშე ჰყავთ. ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი – სანიოლმა ის დაახასიათა, როგორც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო – და თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გაიტანა”, – წერს ამერიკული გამოცემა.
„საქართველომ დიდებული გამარჯვებით პორტუგალიასთან ისტორია შექმნა”,– წერს The Independent.
ვილი სანიოლის გუნდმა გააღწია მერვედფინალში, პორტუგალიასთან მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ 2-0, სადაც მისი მეტოქე ესპანეთი იქნება.
„გულშემატკივრების მძვინვარე მხარდაჭერამ აჩვენა, რომ მთელი მოსახლეობა აქ იყო. გამაყრუებელი ხმაური იყო ევრო 2024-ზე და საქართველომ რამდენიმე დეციბელი აიღო. ეს შეიძლება იყოს პიკი. ეს, რა თქმა უნდა, მწვერვალია ქვეყნის ისტორიაში”– წერს ინგლისური გამოცემა.
პრემიერ ლიგის ყოფილმა ვარსკვლავმა მაიკლ ბრიჯსმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს “ეროვნული გმირები” უწოდა.
”ეს იყო ჯადოქრობა სტადიონზე”, – თქვა მარკ შვარცერმა Daily Kick-On-ზე.
“პორტუგალიამ ნაკრებში ბევრი ცვლილება შეიტანა, მაგრამ ქართველებმა ეს გამარჯვება სავსებით დაიმსახურეს, ისინი ამაღამ დაუჯერებელი იყვნენ”.
„შრომა, ენერგია, ორგანიზებულობა გიჟური იყო. დიდ ერებს ამ ტურნირზე სიამოვნებით ექნებოდათ იმ დამოკიდებულების ნახევარი, რაც დღეს საქართველოს ჰქონდა და მთელი ტურნირის განმავლობაში აჩვენა”– აღნიშნავდნე Optus Sport -ის მიმომხილველები.
“კვარაცხელია მატჩის საუკეთესო და აბსოლუტურად გამორჩეული მოთამაშე იყო. მამარდაშვილიც. მათ მოედნის ორივე ბოლოში ორი ელიტარული მოთამაშე ჰყავთ.”
“გიორგი მამარდაშვილი არის ის, ვისაც ყველა თვალს ადევნებს“, – ტოტენჰემის მწვრთნელი ანჟე პოსტერქოგლუ.
“ესპანეთი ძალიან თავდაჯერებული იქნება ჯგუფური ეტაპის სამი ზედიზედ გამარჯვების შემდეგ, რაც ამ ტურნირზე არავის გაუკეთებია, მაგრამ ქართველები მამაცები იყვნენ მოედანზე და მე ველოდები მსგავს რამეს ესპანეთის წინააღმდეგ”,- ამბობს ფილ კიტრომილიდესი Optus Sport-ის ექსპერტი.