სი ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ “შედარებით სუსტია” ინოვაციებში და ტოპ ნიჭის დეფიციტი აქვს.
ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის მეცნიერებს, განახორციელონ მეტი სიახლე ტექნოლოგიურ სექტორში, რათა დაუპირისპირდნენ დასავლეთს და „ტექნიკური ბრძოლის ველზე” უპირატესობა მოიპოვოს.
როგორც სი ძინპინის გამოსვლიდან გამოჩნდა, მას სურს, რომ ჩინეთი იყოს არა მხოლოდ მთავარი მოთამაშე ტექნიკურ სივრცეში, არამედ ფლობდეს დომინანტური პოზიციას.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ რამდენიმე პრობლემას და თქვა, რომ მათი ინოვაციები “შედარებით სუსტია” და რომ მეცნიერები გადატვირთული არიან.
ჩინეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში 55-ჯერ ახსენა ინოვაცია, ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, კვანტურ ტექნოლოგიებზე, ბიოტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიაზე.
მან პირდაპირ არ ახსენა აშშ, თუმცა მთავარ კონკურენტს გულისხმობდა როცა თქვა, რომ ჩინეთს მოუწევს გამოასწოროს ის, რომ “ზოგიერთ ძირითად ტექნოლოგიას სხვები აკონტროლებენ”.
როგორც ცნობილია, აშშ სანქციების გაფართოებით დაემუქრა მეხსიერების ბარათების რამდენიმე ჩინურ კომპანიას, რომლებიც დაკავშირებული არიან Huawei-თან და დაბლოკა მოწინავე ნახევარგამტარების გაყიდვა, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ შეზღუდვებს ამზადებს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის “მომავალი თაობის სამხედრო, დაზვერვის, სათვალთვალო ან კიბერ-შესაძლებლობების შესაძლებლობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას”.
მან დასძინა, რომ ჩინეთს მოუწევს დააწესოს უფრო დიდი ჯილდოები მეცნიერებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ასევე გადახედოს სახელფასო სისტემას მათი თანამშრომლებისა და მკვლევრებისთვის.
ჩინეთის მთავრობა განსაკუთრებით ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებაზე. როგორც გამოცემა Businessinsider წერდა, კომპანია Microsoft-მა აპრილის ანგარიშში მითითა, რომ ჩინეთთან დაკავშირებული სოციალური მედია გეგმავს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაცია, რათა გავლენა მოახდინონ აშშ-ში არჩევნებზე.