ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მოცულობა ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, რაც საყურადღებო ტენდენციაა.
ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება გამოიწვია სებ-ის მიერ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 3-დან 4 წლამდე გაზრდამ, რაც 2023 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.
მაშინ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმის საფუძველზე მიიღო, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის მაჩვენებელი შემცირებული იყო, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდებოდა. შესაბამისად, სებ-მა კომერციული ბანკების სურვილი გაითვალისწინა, რაც და სესხების სტიმულირებას გულისხმობდა და ვადიანობის გაზრდა მიზანშეწონილად ჩათვალა.
მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, სებ-ს აღნიშნული კატეგორიის სესხების ვადიანობა შემცირებული ჰქონდა, იმ მიზნით, რომ სამომხმარებლო სესხების ჭარბ ზრდას ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა არ მოეხდინა.
სამომხმარებლო სესხების წილი საბანკო სექტორის მთლიან სესხებში 2024 წლის მაისის ბოლოსთვისდა 19,2% -ს შეადგენს. კომერციულ ბანკებს სულ 10,721 მილიონ ლარის სამომხმარებლო სესხი აქვთ გაცემული, რაც წინა წლის ნოემბრის შემდეგ 18%-ით არის გაზრდილი.