Apple უარყოფს Meta-თან მოლაპარაკებას AI ჩეთბოტის iPhone-ში ინტეგრაციის თაობაზე. ამის შესახებ Bloomberg სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კომპანიები ამბობენ, რომ მხოლოდ ხანმოკლე მოლაპარაკებები გამართეს მარტში და მას შემდეგ აღარ განიხილავენ AI პარტნიორობას, რომელიც Meta’s Llama chatbot-ის ინტეგრირებას შეეხება.
როგორც გამოცემა წერს, პოტენციური პარტნიორობის შესახებ დისკუსია ფორმალურ ეტაპს არ გასცდენია და Apple არ აპირებდა Llama chatbot-ის ინტეგრირებას iPhone-ში, რადგან Meta-ს კონფიდენციალურობის პრაქტიკა საკმარისად მკაცრად არ მიაჩნია.
როგორც ცნობილია, Apple-მა თავისი AI სტრატეგია დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინა, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდა.
კომპანიამ წარადგინა OpenAI-ის ჩეთბოტი ChatGPT თავის მოწყობილობებზე, რომელიც აერთიანებს ახალ “Apple Intelligence” ტექნოლოგიას აპლიკაციების კომპლექტში, მათ შორის არის ვირტუალური ასისტენტი Siri.