A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა 2024 წლის პირველ აპრილამდე აქვთ. მათ ამ პერიოდში ნებართვა უნდა გაააქტიურონ და კონკრეტულ ავტომობილს მიაბან. თუ ტაქსის მძღოლები ლიცენზიას არ გამოიყენებენ და მის შენახვას გადაწყვეტენ, ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრებათ. ჯარიმა დღეში 3 ლარი იქნება.
ამის შესახებ, თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა. ამ ოპერაციების განხორციელება ვებგვერდის https://taxi.tbilisi.gov.ge-ის მეშვეობით მოხდება. განახლებული ვებგვერდი 1-ელი აპრილიდან ამუშავდება.
როგორც ცნობილია, A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა 20 მარტს დასრულდა. ვინც რეგისტრაცია ამ დრომდე გაიარა, მას ნებართვა საკუთრებაში უვადოდ გადაცემა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 1-ელ აპრილს A კატეგორიის უვადო ნებართვები 35 000-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გაიცემა.