საქართველოს ნაკრები ფეხბურთში დღეს, EURO 2024- ზე თავის პირველი მატჩს გამართავს.
საქართველო-თურქეთის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საინტერესოა, როგორ აფასებენ უცხოურ პრესაში ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ საქართველოს ნაკრებს და რას წერენ თურქეთთან მატჩზე.
„შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე დღეს ნაკრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- წერს უცხოური პრესა საქართველო-თურქეთის მატჩის წინ.
უოტფორდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სანიოლის გუნდში მე-8 ნომრად თამაშობს და მუდმივად ეძებს ბურთს, რათა სახიფათო სიტუაციებში მოწინავე თანაგუნდელი მოძებნოს.
ჩაკვეტაძის უნარი, ბურთი ნახევრად ტრიალში მიიღოს და წინ წაიღოს, საფრთხეს ქმნის მეტოქის ხაზებს შორის.
„საქართველოს აქილევსის ქუსლი, როგორც ჩანს, ფლანგებია, უკან დაცვის ხუთეულის მიუხედავად”,– აღნიშნავენ მიმომხილველები საქართველოს ნაკრების ნაკლზე საუბრისას.
უცხოური პრესა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების უდავო ვარსკვლავია.
მისი დრიბლინგის უნარი და მოძრაობა საჯარიმოში მეტოქისთვის ხიფათის შემქმნელია.
როგორ თამაშობს საქართველო ფეხბურთს?
3-5-2 პრინციპით თამაშში საქართველო ფლანგებიდან შეტევაზე და ხაზებს შორის გიორგი ჩაკვეტაძის პოვნაზეა ორიენტირებული. სანიოლის გუნდი ცვლის მოედნის მხარეებს, სანამ ერთ-ერთ ფლანგზე მცველს ხელსაყრელ სიტუაციაში არ აღმოაჩენს.
რა არის თურქეთის ნაკრების სისუსტი მხარე?
როგორც სპორტული პრესა წერს, თურქეთის ნაკრების დაცვა მიდრეკილია შეცდომებისკენ. ბურთზე თამაშისას ისინი თავისებური შეცდომებს უშვებენ. სწორედ საკუთარ საჯარიმოში ბურთის დაკარგვით გაუშვეს მათ გოლები ავსტრიასთან და სომხეთთან თამაშისას.
თურქეთის ნაკრებში ყველაზე საშიში მოთამაშე ქერემ აქთურქოღლუა. მარცხენა გარემარბს უყვარს მოედანზე მოძრაობა და ცენტრალურ სივრცეში თავდასხმა. ამ ტიპის მოძრაობით ის საჯარიმოში ხშირად სახიფათო სიტუაციებს ქმნის.
თურქეთის მთავარი მოთამაშე მაინც ჰაკან ჩალჰანოღლუა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. ის მოედნის კარგი ხედვით და თანაგუნდელების მოძებნის კარგი უნარით გამოირჩევა. ზუსტი გრძელი პასებით, ჩალჰანოღლუ სახიფათო შეტევებს ახორციელებს ფლანგებიდან.
როგორ თამაშობს თურქეთის ნაკრები?
მოწინავე მცველებმა და გარემარბებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქეთისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფში ხორვატიისა და უელსის წინააღმდეგ.
ისინი თამაშს თავდაპირველად 4-2-3-1 ფორმულით იწყებენ. ბურთი მიაქვთ წინ მცველებს, სანამ ხაზებს შორის თავდამსხმელებს იპოვიან, ან ხდება თამაშის გადატანა მეორე მხარეს თავისუფალ მცველზე.