საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8.419 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $2.274 მლრდ იყო (შემცირდა 9.2%-ით), ხოლო იმპორტი 6.145 მლრდ (გაიზარდა 0.5%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში $3.872 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
რაც შეეხება კონკრეტულად 2024 წლის მაისს, ამ შემთხვევაში შემცირებულია ექსპორტის მაჩვენებელი, იმპორტი კი გაზრდილია. უფრო კონკრეტულად:
- ექსპორტი – $510.8 მლნ (2023 წლის მაისი – $538.4 მლნ)
- იმპორტი – $1.265 მლრდ (2023 წლის მაისი – $1.197 მლრდ)