ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple პირველი ბრენდი გახდა, რომლის ღირებულება $1 ტრილიონზე მეტია. ეს 15%-იანი ნახტომია გასულ წელთან შედარებით. კომპანიების გლობალური რეიტინგი Kantar BrandZ-მა გამოაქვეყნა.
საკონსულტაციო კომპანიის ტოპ 100 ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდის ჯამური ღირებულება 2024 წელს 20%-ით გაიზარდა, საფონდო ბირჟაზე შარშანდელი ვარდნის შემდეგ.
iPhone-ის მფლობელმა კომპანიამ ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდის ტიტული.
რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- Apple – $1 ტრილიონი;
- Alphabet-ის Google, $753 მილიარდი;
- Microsoft $713 მილიარდით.
- Amazon $576.6 მილიარდი;
- McDonald’s $221.9 მილიარდი.
კვირის დასაწყისში Apple-მა ახალი AI ფუნქციების დამატების შესახებ განაცხადა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღადგენს მოთხოვნას iPhone–ებზე და დაასრულებს გაყიდვების ვარდნას, რაც მისმა ყველაზე პოპულარულმა პროდუქტებმა განიცადა არასტაბილური სამომხმარებლო ხარჯებისა და მზარდი კონკურენციის გამო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ $3,18 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციით, Apple ჩამორჩა Microsoft-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3,22 ტრილიონს შეადგენს და უსწრებს AI ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს, რომლის კაპიტალიზაცია $2,97 ტრილიონია.
ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების ბუმის პირობებში, Nvidia პირველად შევიდა Kantar-ის ტოპ 10 ყველაზე ძვირფასი ბრენდის სიაში.
ბრენდის ღირებულება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და $200 მილიარდს გადააჭარბა წინა წელთან შედარებით და მეექვსე ყველაზე ღირებული ბრენდი გახდა.
Kantar ამბობს, რომ გამოჰკითხა 4,3 მილიონზე მეტი მომხმარებელი და მის კვლევამ მოიცვა 21,000 სხვადასხვა ბრენდი 54 სხვადასხვა ბაზარზე.