საქართველოში კონდიციონერების იმპორტი თითქმის 38%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში $25.017 მლნ-ს ღირებულების ჰაერის კონდიცირების სისტემები შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $18.153 მლნ-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ წელსაც, როგორც შარშან კონდიციონერების მთავარი იმპორტიორი ჩინეთი იყო. აზიის ამ ქვეყნიდან 2023 წლის ოთხ თვეში $8.190 მლნ-ს ღირებულების კონდიციონერები ვიყიდეთ, მიმდინარე წელს კი $15.155 მლნ-ს. შესაბამისად, გამოდის, რომ 2023 წელს მთლიან იმპორტში ჩინეთის წილი 45% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა.
გარდა ჩინეთისა, 2024 წლის ოთხ თვეში საქართველომ კონდიციონერები ძირითადად შემდეგ ქვეყნებში იყიდა:
- თურქეთი – $3.184 მლნ
- სინგაპური – $2.264 მლნ
- ჰონ-კონგი – $1.096 მლნ
- ტაილანდი – $871.5 ათასი
ამასთან, შედარებით მცირე მოცულობის იმპორტი განხორციელდა – იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ა.შ.