დღევანდელი, 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა.
3.44 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6504 ლარია.
თურქული ლირა 8.85 თეთრი ღირს.