2024 წლის მაისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები წლიურად $401.476 მილიონით, თვის განმავლობაში კი $214.323 მილიონით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება უფრო მეტად სავალუტო რეზერვების შემთხვევაში ფიქსირდება, ამ შემთხვევაში ის წლიურად $936.040 მილიონით შემცირდა, თვის განმავლობაში კი $237.983 მილიონით.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.601 მილიარდს შეადგენს, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი $4.537 მილიარდი იყო, 2024 წლის აპრილში კი ვალუტის რეზერვების მოცულობა $3.839 მილიარდს შეადგენდა.
სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირების მიზეზი გახდა სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შეძენა.
ოქროს რეზერვების დინამიკა თვეების მიხედვით ასეთია:
- მარტი- $332.152 მილიონი;
- აპრილი – $529.405 მილიონი;
- მაისი – $538.871 მილიონი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – $2.712 მილიარდი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი $889.3 მილიონს ინახავს.