საქართველო პომიდვრის 99%-ს თურქეთში ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა $7.818 მლნ-ს ღირებულების 14 028 ტონა ახალი პომიდორი. აქედან $7.763 მლნ-ს 13 953 ტონა თურქეთიდან შემოვიდა და მხოლოდ $47.6 ათასის 57 ტონა აზერბაიჯანიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თურქეთიდან ერთი კილოგრამი პომიდვრის იმპორტი $0.56 დაუჯდა, აზერბაიჯანიდან კი $0.84.
რაც შეეხება 2023 წლის მთლიან მაჩვენებელს, შარშან საქართველოში $10.884 მლნ-ს 26 623 ტონა პომიდორი შემოვიდა, ერთი კილოგრამის საშუალო ღირებულებამ კი $0.41 შეადგინა.