პარლამენტმა “ოფშორების შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია.
პარლამენტმა არ გაიზიარა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
მოტივირებულ შენიშვნებს 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 64 წინააღმდეგი იყო.
პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს კანონპროექტის პირველად ვერსიაზე ხელმოსაწერად გადაგზავნიდან ხუთი დღე აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გააკეთებს.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითა, რომ კანონი შექმნის მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ.
პრეზიდენტის ვეტოში ასევე აღნიშნულია, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”