Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:10 საათისთვის ერთი დოლარი 2.8075 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7890 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 27 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7680 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია.
გთავაზობთ, რამდენიმე კომერციულ ბანკსა და თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ ერთი ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8700 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7500 ლარად შეეძლებათ. ერთი ევროს შეძენა 3.1350 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.9780 ლარად.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.7450 ლარად. ერთი ევრო 3.1410 ლარი ღირს, გაყიდვა კი შესაძლებელია 2.97500 ლარად.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.