დღევანდელი, 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 3.56 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 5.16თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0056 ლარი გახდა.
6.36 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5296 ლარია.
თურქული ლირა 8.60 თეთრი ღირს.