დღევანდელი, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7248 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9540 ლარი გახდა.
0.44 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4660 ლარია.
თურქული ლირა 8.45 თეთრი ღირს.