თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა არ შეცვალა რეფინანსირების განაკვეთი და ის წლიურ 50%-ზე დატოვა.
მარეგულირებელი ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს ინფლაციის მიმართ და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ამგვარად ის ცდილობს შეზღუდოს სესხებზე ხელმისაწვდომობა და შეაჩეროს ინფლაცია. ქვეყანაში სერვისებსა და საკვებზე მაღალი ფასები ნარჩუნდება, რასაც ემატება გეოპოლიტიკური რისკებიც.
აპრილში თურქეთში სამომხმარებლო ფასებმა წლიურ 69,8%-ს მიაღწია. ცენტრალურ ბანკის სამიზნე მაჩვენებელი კი 5%-ია.
თურქეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის ზრდის შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.
ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 32,2 თურქული ლირა ღირს. წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტა 9,25%-ით დაეცა.