ეროვნულმა ბანკმა პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი შეარჩია.
როგორც ცნობილია, სებ-ი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტს ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვებს, რომელიც 2025 წელს აღინიშნება.
ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილმა ესკიზმა გაიმარჯვა.
ესკიზის ლაიტმოტივი ძირითად თემასთან ერთად ქართველი ერის მდიდარი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე, ევროპული, ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე – ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
Koenig & Bauer Banknote Solutions 1952 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაცული ბეჭდვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
დიზაინის ესკიზების საერთაშორისო კონკურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. კონკურსში სულ 11-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.