თიბისი კაპიტალი მიმდინარე თვის მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვაში ყურადღება არის გამახვილებული რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და ლარის კურსს შეეხება:
- თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება, წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი;
- დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით; კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი.
- გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით; თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება;
- 20 მაისის მდგომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია;
- თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტლის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია;
- ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ;
- წმინდა სავალუტო შემოდინებების მხრივ, მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს;
- ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა.
-
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: