ევროკავშირის ოთხი ქვეყანა – ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და შვედეთი – მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ, თუ საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“ მიიღებს.
ამის შესახებ The Financial Times-ის სტატიაშია საუბარი.
შემაკავებელი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ, შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასევე ევროპული ფონდებიდან თანხების გამოყოფის შეწყვეტას და კონკრეტული პირების მიმართ სანქციებს.
აღნიშნული საკითხებზე მსჯელობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, ქვეყანაში პროტესტი და დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის რუსული კანონის ასლი.
კანონი ითვალისწინებს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ ის ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები 2017 წლის აპრილიდან გააუქმა.