ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის მოადგილე და მისი პოტენციური მემკვიდრეა.
ირანის კონსტიტუციის 131-ე მუხლში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერის თანხმობით. დროებითი მმართველობის მაქსიმალური ვადა 50 დღეა.
მოხბერმა, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრის დროს, პირობა დადო, რომ გააგრძელებს ყოფილი პრეზიდენტ რაისის პოლიტიკურ გზას.
მოჰამად მოხბერი 2021 წლის 6 აგვისტოს პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თავის მოადგილედ დანიშნა. 1955 წელს დაბადებული მოხბერი იურისტია და საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს.
ის ირან-ერაყის ომის დროს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) სამედიცინო კორპუსში ოფიცრად მსახურობდა.
შემდეგ მან ეკავა რამდენიმე ოფიციალური თანამდებობა ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. ასევე მუშაობდა Dezful Telecommunications Company-ის აღმასრულებელ დირექტორად 1990-იან წლებში.
2007 წლიდან ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის სეიედ ალი ხამენეის ბრძანებით მსახურობდა იმამ ხომეინის ორდენის აღსრულების ცენტრის (EIKO) ხელმძღვანელად.
2021 წლის იანვარში აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ მოხბერი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ–აბდოლაჰიანთან და სხვა თანმხლებ ოფიციალურ პირებთან ერთად, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა.
20 მაისს, დილით, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ (IRCS) განცხადება, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას “სიცოცხლის კვალი” არ იყო ნაპოვნი.
პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთიც.