ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაიღუპა.
ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და ირანელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით. ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რაჰმათი და აიათოლა მუჰამედ ალი ალე-ჰაშემი.
ვერტმფრენი აზერბაიჯანის საზღვართან მთიან რაიონში ჩამოვარდა.
ამერიკული წარმოების Bell 212 ვერტმფრენის ნარჩენებს დღეს დილით ადრე, თოვლში მიაგნეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ვერტმფრენი მთის მწვერვალს დაეჯახა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა, პირჰოსეინ კოლივანდმა თქვა, რომ როდესაც მაშველები ჩამოვარდნის ადგილზე მივიდნენ, „ვერტმფრენის მგზავრებს სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდათ“. სამძებრო სამუშაოებში 73 სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ რეგულარული მაუწყებლობა შეწყვიტა. ირანის მთავრობის სხდომაზე რაისის სკამზე სამგლოვიარო ლენტი გამოჩნდა.