ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე ჩარევის და $60 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ შედარებით დასტაბილურდა და დღევანდელ ვაჭრობაზე მცირედით გამყარდა კიდევაც.
დღევანდელი, 17 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად მაყარდა. კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7585 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.92 თეთრით გამყარდა. 1 ევროს ღირებულებამ 2.9910 ლარი შეადგინა.
0,58 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4914 ლარია.
თურქული ლირა 8.55 თეთრი ღირს.