სავალუტო ჯიხურებში ამჟამად დაფიქსირებული კურსი ოფიციალური კურსისგან განსხვავდება.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამჟამად, 1 აშშ დოლარი 2.77 ლარად იყიდება.
1 ევროს ფასი კი 3,02 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ფასს შორის სხვაობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც კურსის არასტაბილურობაზე მიუთითებს.