საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტია.
შარშან პირველ კვარტალში რძის წარმოება 105.7 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
წარმოებული რძის მოცულობა გაზრდილია იმ პირობებში, როცა ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირებულია.
მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა პირველ 1 აპრილისთვის 905.2 ათასი სულია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6-ით ნაკლებია.