საქართველოში მოქმედმა სასაკლაოებმა მომსახურების ტარიფები კიდევ გაზარდეს.
2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაძვირდა როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36.5 ლარამდე, ასევე ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.8 ლარამდე, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.7 ლარი გახდა.
შარშან პირველ კვარტალში აღნიშნული საფასური შესაბამისად, პირუტყვის- 33.8 ლარი, ღორის- 28.9 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური 13.2 ლარს შეადგენდა.
2024 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.8%- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1%-ღორი, ხოლო 4% ცხვარი და თხა იყო.
დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3%-სშეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო
ფუნქციონირებდა.