ევროკომისიამ ყოველწლიურ ეკონომიკურ პროგნოზს გადახედა და რუსეთის მშპ-ს ზრდის მოლოდინი 2,9%-მდე გაზარდა. ეს თითქმის 2-ჯერ მეტია ორგანიზაციის წინა შეფასებაზე, რომელიც 1.6%-ის დონეზე იყო.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთში ეკონომიკური მაჩვენებლებიო გაუმჯობესდა, გაიზარდა საცალო გაყიდვები და მომხმარებელთა ნდობამ უმაღლეს დონეს მიაღწია 2014 წლის შემდეგ. ევროკომისიის განცხადებით, ეს მაჩვენებლები გაიზრდება აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის გადანაცვლების ფონზე.
ინფლაცია რუსეთში, ევროკომისიის პროგნოზით, წლის ბოლოს 6,6% იქნება.
მსოფლიო ბანკმა აპრილის ანგარიშში ასევე გაზარდა რუსეთის 2024 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი, 2,2%-მდე ადრე ნავარაუდევი 1,3%-დან. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია.